ჯი-თი-თი ჯგუფი


ჩვენი პრიორიტეტია კლიენტს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის იურიდიული მომსახურება, სადაც განუხრელად იქნება დაცული, ეთიკის ნორმები და გულისხმიერად, კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიონალიზმით იქნება შესრულებული დაკისრებული მოვალეობები.

სერვისები

სამოქალაქო სამართალი
სამოქალაქო სამართალი
  • საოჯახო დავები
  • სამემკვიდრეო დავები
  • უძრავი ქონების დაკანონება (მიწის ლეგალიზება საჯარო რეესტრში და ა.შ)
  • სახელშეკრულებო დავები
  • სანივთო და ვალდებულებითი დავები
  • უდავო წარმოება (სახელსა და გვარში შეცდომა, ქორწინების ფაქტის დადგენა, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება და სხვა)
  • ბანკებთან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დავებისას ჯარიმების, პირგასამტეხლოს შემცირება
  • სამეწარმეო სამართალწარმოება
  • ინტელექტუალური საკუთრების სამართალი
  •  შრომით-სამართლებრივი დავები
  • საერთაშორისო კერძო სამართალი
ადმინისტრაციული სამართალი
ადმინისტრაციული სამართალი


ჩვენი გუნდი გთავაზობთ ადმინისტრაციული ჯარიმებისინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების და მოქმედებების გასაჩივრებას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებშიასევე სასამართლოშიგანცხადებისსარჩელისშესაგებლის და სხვა დოკუმენტების მომზადება და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ყველა ინსტანციის სასამართლოში.
სისხლის სამართალი
სისხლის სამართალი
  •  სისხლის სამართლის საკითხების სპეციფიკის კლიენტისადმი გაცნობა და სწორი გადაწყვეტილების მიღებისათვის სრულყოფილი იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
  • ორგანიზაციების და ფიზიკურ პირთა იურიდიული მომსახურება სისხლის სამართლის ნებისმიერ სირთულის მქონე საქმეზე გამოძიებაში და ყველა ინსტანციის სასამართლოებში;
  • სამართლებრივი დოკუმენტების (ხელშეკრულების, სარჩელის, საჩივრის, შესაგებლის და სხვა) მომზადება;
  • გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულის დაცვას და მასზე საადვოკატო მომსახურების გაწევა;
  • ბრალდებულთა და მსჯავდებულთა მონახულებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და საადვოკატო მომსახურების გაწევა.
  • მოლაპარაკებების წარმოება პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.
  • დაზარალებულის ინტერესების დაცვა გამოძიებაში და სასამართლოში.         
  • სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობა.
                 
საადვოკატო ბიურო G.T.T Group დაფუძნდა 2011 წელს. ბიურო მომხმარებელს სთავაზობს იურიდიულ/საადვოკატო მომსახურების სრულ სპექტრს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის მიმართულებით და წარმომადგენლობას სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან, ასევე ადმინსიტრაციულ ორგანოებში.

ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს ქართულ ბაზარზე მოქმედ უცხოურ კომპანიებთან და ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს ბიზნესის სფეროში იურიდიული მომსახურების გამწევ კომპანიებს შორის.
ჩვენი კომპანიის პრინციპებია:


  • საადვოკატო ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვა
  • კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა
  • შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
  • პროფესიონალიზმი და გამჭირვალობა
  • ინდივიდუალური მიდგომა კლიენტების მოთხოვნების მიმართ, მათი პრობლემების სრული ანალიზი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება
  • კომპანიის თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმი, მრავალწლიანი გამოცდილება და გუნდური მუშაობის პრინციპი
  • მომსახურების მაღალი ხარისხი
  • სრული კონფიდენციალურობა
  • ინტერესთან კონფლიქტის დაუშვებლობა

გუნდი

გიორგი ფრიდონიშვილი
გიორგი ფრიდონიშვილი

გიორგი ფრიდონიშვილი საადვოკატო ბიურო "ჯი-თი-თი ჯგუფი"-ს დამფუძნებელი და დირექტორი გახლავთ.იგი არის ტულუზის უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მფლობელი საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით. (University Toulouse 1 Capitole, International and EU law, 09.2011 - 05.2012). გიორგი სასაუბრო დონეზე ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. იცის ასევე ფრანგული ენა. იგი 2011 წლიდან დღემდე უწევს სრულ იურიდიულ მომსახურებას, არა მხოლოდ ქართულ, არამედ ინგლისურ და რუსულ ენებზე. საქმიანობის განმავლობაში, გიორგის გავლილი აქვს არაერთი საკვალიფიკაციო და პროფესიული გადამზადების კურსი. 2011 წელს იმყოფებოდა ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო კერძო სამართლის ძირეულ საკითხებს. მისი საქმიანობის სფეროებს მიეკუთვნება სამოქალაქო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, შრომის სამართალი, სააღსრულებო სამართალი, სამეწარმეო სამართალი და ბიზნეს გარიგებები, საგადასახადო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი.

დამფუძნებელი
ელენე ქიშმარია
ელენე ქიშმარია

ელენე ქიშმარია ჯგუფის პარტნიორი და ადვოკატია. მას აქვს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება საერთო სპეციალიზაციის განხრით. იგი ამავდროულად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი 2017 წლიდან. 2015-2017 წწ გაიარა სტაჟირება, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 2017 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის, ხოლო 2019 წელს საერთო სპეციალიზაციის განხრით და ამავე წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ელენე თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. აქვს ინგლისური ენის C1 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. მისი საქმიანობის სფეროებია სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, საააღსრულებო/საბანკო სამართალი სამეწარმეო სამართალი, ბიზნეს სამართალი და საგადასახადო სამართალი.

ადვოკატი
მომსახურება
კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის უფლებები
კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის უფლებები

  • ჩვენი გუნდი  დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი უფლებები;
  • მოახდენს თქვენი ინფორმირებულობის გაზრდას;
  • გაგიწევთ წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოში;
საგადასახადო დავები
საგადასახადო დავები
  • საგადასახადო დავებზე წარმომადგენლობა სასამართლოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, შემოსავლების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროსთან ურთიერთობაში. 
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებით ბუღალტერის მომსახურება.
აუთსორსინგი
აუთსორსინგი


ჩვენი კომპანია გთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებას, თქვენ იმ თანხის სანაცვლოდ, რომელსაც უხდით თქვენს კომპანიაში დასაქმებულ იურისტებს ან სხვა იურისტს, შეგიძლიათ ყოველთვიურად დაიქირაოთ იურისტების გუნდი, რომლებიც გაგიწევენ იურიდიულ მომსახურებას სხვადასხვა იურიდიული საკითხის გადასაჭრელად.


  •           ჩვენი კომპანია გაგიწევთ კვალიფიციურ მომსახურებას კონფიდენციალობის სრული დაცვით.
  •          სრულად იქნება დაცული საქართველოს კანონმდებლობა.
  •       შესაბამისი მომსახურება ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე, მომსახურე კომპანია პასუხისმგებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

კონტაქტი

პეკინის გამზირი #9 ქ.თბილისი
593493497
599303178
www.gtt.ge